შპს. ვექტორი

ჩვენი მიზანია განვავითაროთ შენობების გათბობის, წყალმომარაგების, ელმომარაგების, ვენტილაციის  და გაზმომარაგების სისტემების, კანალიზაციური სისტემების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სფერო. შევთავაზოთ მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით სერვისების და ტექნოლოგიების სრული პაკეტი, დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, დავაინტერესოთ და საქართველოში შემოვიყვანოთ საერთაშორისო ბრენდები.

ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით, ევროპული და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ამ მიზნით, მუდმივად ვახორციელებთ კვლევით და მთარგმნელობით საქმიანობებს. ჩვენი მიზანია მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ და მიზანმიმართული სვლა  დასახული მიზნების მიღწევისაკენ.

პარტნიორი ორგანიზაციები

ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს 3დ პრინტერების საერთაშორისო გამოფენაზე დიუსელდორფში, მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაგვემყარებინა პროფესიული კონტაქტები და გავცნობოდით ამ სფეროში არსებულ  სიახლეებს.

დასრულდა მშენებლობა კიდევ ერთი ახალი გაზგასამართი სადგურის ქ. თბილისში ფეიქრების ქ. 14-ში, რომელიც დაპროექტებულია ჩვენს მიერ და აღჭურვილია ჩვენი იტალიელი პარტნიორის FORNOVOGAS-ის კომპრესორით.

მისამართი

© Copyright 2018 - powered By Mywebs.ge