შპს ვექტორი უკვე 15 წელია რაც დაფუძნდა ბაზარზე. ამ პერიოდში შევიძინეთ დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვმდებარეობთ სტრატეგიულ გზაჯვარედინზე – საქართველოში, რომელიც ემეზობლება ევროპას და აზიას, მჭიდრო კავშირებია თურქულ, რუსულ, ევროპულ ბაზრებთან, მნიშვნელოვანი პერსპექტივები იქმნება ირანის სიახლოვით. ეს არის სწრაფად განვითარებადი და აქტიური ბაზარი, რომელიც ჯერ კიდევ არაა ათვისებული ბევრი ევროპული თუ საერთაშორისო კომპანიის მიერ.
ჩვენი კომპანია დაინტერესებულია და მუდმივად ცდილობს დაამყაროს პროფესიული კავშირები და იყოლიოს პარტნიორები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი, ენების ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარები, ოფისი თბილისში, ასევე გვაქვს ბაზა და საწყობები. მოკლედ, ყველა პირობა, რომ დავეხმაროთ დაინტერესებულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად და ასათვისებლად. ჩვენ არ ვართ შეზღუდული ვიწრო საქმიანობის სფეროთი, დაინტერესებული ვართ ინოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებით და მუდმივად მზად ვართ მივიღოთ საინტერესო წინადადებები და შემოთავაზებები.